დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016777 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცერთა მომზადების/გადამზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად კანდიდატთა შერჩევის მიზნით 2018 წლის 1 სექტემბრამდე განხორციელებული ღონისძიებები ჩაითვალოს სპეციალურ კონკურსად, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირები დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სპეციალურ კონკურსად ჩაითვლება ასევე აღნიშნული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად კანდიდატთა შერჩევის მიზნით ჩატარებული ის ღონისძიებები, რომელიც 2018 წლის 1 სექტემბრამდე შემოტანილი განცხადების (აპლიკაციის) საფუძველზე განხორციელდება 2018 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები