დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 389 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.020705 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018771) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამსახურის კონტრდაზვერვითი, კონტრტერორისტული და ოპერატიული ღონისძიებების საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ასევე მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;“. |
| მუხლი 2 |
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ დადგენილებით გათვალისწინებული ობიექტების დაცვის ფუნქციის განხორციელებისას მოქმედებს სამსახურში ობიექტების დაცვის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, თუ აღნიშნული დეპარტამენტისთვის რაიმე სპეციალური რეგულაცია არ არის დადგენილი. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები