„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016610
63
03/08/2018
ვებგვერდი, 07/08/2018
280120000.22.026.016610
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №63

2018 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით და ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატისგან;“.

2. მე-16 მუხლი„ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების (სამოქალაქო პირებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების) ყოველთვიური დანამატები (დანართი №6);“.

3. დანართი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №6

სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების (სამოქალაქო პირებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების)  ყოველთვიური დანამატები

                                                                                                                                     (ლარებში)

თანამდებობა

დანამატი
თვეში

1

განყოფილების უფროსი, მინისტრის მოადგილის თანაშემწე, მთავარი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი, ინჟინერი, მუსიკოსი, სტილისტი, ფორტიფიკატორი, მეკუჭნავე, არქივარიუსი, აფთიაქის უფროსი, მთავარი ინსტრუქტორი, ინსტრუქტორი, საავიაციო შეიარაღების მექანიკოსი

180

2

ბიბლიოთეკარი, მედდა, სანიტარი, მზარეული, მზარეულის დამხმარე, უფროსი მზარეული, ავტო-ელექტრიკოსი, მეთუნუქე, პასუხისმგებელი შემსრულებელი, მძღოლი, ავტობუსის მძღოლი, მძღოლი-მექანიკოსი, სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), საწყობის უფროსი, ოსტატი, საქმისმწარმოებელი, ადმინისტრატორი, ოპერატორი, აღმრიცხველი, მეკუჭნავე-მექანიკოსი, აღრიცხვის ინსპექტორი, ტვირთების დამმუშავებელი, რადიოოპერატორი, სანტექნიკოსი

380

შენიშვნა:

1. ამ დანართის მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, შვილ(ებ)ი, და, ძმა და მშობლები.

2. ამ დანართის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების სამოქალაქო პირებზე და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია