დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.113.016363 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ,ბ“ ქვეპუნტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771, 772 და 209
3 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 25-ე მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
|
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016314) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კონტროლს მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციული-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე ზედამხედველობას, აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვას; გ) დადგენილი წესით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას, მათი საქმიანობის შეჩერებას, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ დემონტაჟს; დ) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლს; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობას; ვ) დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების, ასევე ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების, კონტროლს და შესაბამისი ფაქტების გამოვლენისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ზ) ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებას, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე კონტროლს; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, კაპიტალური შეკეთების და საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმებისა და წესების დოკუმენტთა დამუშავებაში მონაწილეობას; ი) გარე ვაჭრობის, მათ შორის თხევადი შეჭირხნილი გაზით ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების მოწესრიგებას; კ) ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილების გამოყენებისა და დადგენილი პარკირების წესების შესრულებაზე ზედამხედველობას; ლ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების შესრულებაზე კონტროლს; მ) ეკოლოგიური უსაფრთხოების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე მონიტორინგს, დარღვევების აღმოჩენისას შესაბამისი უწყებების ინფორმირებას; ქუჩების დასუფთავების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, ნაგავსაყრელების მოწყობასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, უტილიზაციის სამუშაოთა წარმოებაზე ზედამხედველობას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გამწვანების დამტკიცებულ პროგრამების შესრულებაზე ზედამხედველობას; ნ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსების მართვაზე ზედამხედველობას; ო) გარე რეკლამის განთავსებასა და გარე განათების რეგულირებაზე ზედამხედველობას; პ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის “ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები