დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.113.016362 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/08/2018 - 03/10/2018)
|
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-მუხლის მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი (შემდგომში – „მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი).
|
2.
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს:
ა) საკურორტო და რეკრეაციულ ზონებში: ა.ა) სააგარაკო და ინდივიდუალური სახლებისათვის – 1 ლარი; ა.ბ) მრავალბინიანი სახლები, კომერციული დანიშნულების ობიექტები (სასტუმრო, სავაჭრო და გასართობი) – 1 ლარი; ა.გ) სამრეწველო ობიექტი – 5 ლარი; ა.დ) სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სარებილიტაციო პროფილის შენობა-ნაგებობებისათვის – 0.50 ლარი; ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე: ბ.ა) კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის – 1 ლარი; ბ.ბ) ინდივიდუალური სახლებისათვის – 0,50 ლარი; გ) მოცულობითი ნაგებობებისათვის (მიწისზედა და მიწისქვეშა) – 0.50 ლარი; დ) ობიექტის დემონტაჟი – 0,50 ლარი; ე) ხაზობრივი ნაგებობებზე: ე.ა) I, II , III კატეგორიის ნაგებობებზე – 0.30 ლარი; ე.ბ) IV კატეგორიის ნაგებობებზე – 0.50 ლარი. |
3.
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.
|
4.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობების და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მარტის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 110309012, 22/03/2011 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 330010040.35.113.016036). ბ) „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მაისის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 08/05/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016352).
|
5.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები ნებართვაში მითითებულ ვადებში.
|
მუხლი 2.
მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი |
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ახალ ასაშენებელი ობიექტი, რომელზედაც გაიცემა მშენებლობის ნებართვა.
|
მუხლი 3.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები.
|
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები |
1. მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელის გადახდა ხდება წინასწარ ნებართვის გაცემამდე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
2. მოსაკრებლის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (სპეციალურ სახაზინო კოდზე) თანხის შეტანის გზით.
|
მუხლი 5.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება და შეღავათები |
1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალი მშენებლობა, თუ ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს; ბ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ ფართზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები