საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 01/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016407
32/2018
01/08/2018
ვებგვერდი, 02/08/2018
010340000.15.008.016407
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №32/2018

2018 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30- მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისდა 77- მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის რიგითი ნომრის მინიჭება ხდება ცესკოს მიერ სხდომაზე, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ ვადაში და წესით, იმ პირობით, რომ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭებათ ბოლო საერთო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის/საარჩევნო ბლოკებისთვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვებიდან.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: . თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი