დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 300 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210050.08.002.017044 |
|
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27.03.2014, 010210050.08.002.016919) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აპარატის სტრუქტურაში იქმნება პროტოკოლის და საორგანიზაციო საქმეთა განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 5. პროტოკოლის და საორგანიზაციო საქმეთა განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია: ა) აპარატში მიმდინარე დავალებების შესრულების კოორდინაცია და შესრულების პროცესის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება; ბ) აპარატში მიმდინარე დავალებების შესრულებისას წარმოშობილი ხარვეზების აღმოფხვრის ხელშეწყობა; გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზება; დ) აპარატის თანამდებობის პირთა ოფიციალური შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ე) აპარატის თანამშრომლების მივლინების ორგანიზება; ვ) საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების პროტოკოლის სამსახურებთან ურთიერთობა; ზ) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები