საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017568
11/ნ
02/08/2018
ვებგვერდი, 07/08/2018
430210000.22.022.017568
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №11ნ/№83

2018 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 481  მუხლის მე-3 პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 13 ივნისი 2018 წ., №2523-IIს) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსები ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია



დანართი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსები

1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების (შემდგომში მოსამზადებელი კურსები) ჩატარებას ორგანიზებას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური (შემდგომში მანდატურის სამსახური).
2. მოსამზადებელი კურსების ფარგლებში სწავლების მეთოდიკასა და საათობრივ დატვირთვას განსაზღვრავს მოსამზადებელი კურსების განმახორციელებელი, მანდატურის სამსახურთან შეთანხმებით.
3. მოსამზადებელი კურსი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა)   ფიზიკური მომზადება;

ბ) ზოგადი განათლების სისტემა, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენციები;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები, მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები;

დ) მანდატურის როლი სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში, მანდატურის გარანტიები, უფლება-მოვალეობები და მათი განხორციელების წესი;

ე) ადამიანისა და მოსწავლეთა უფლებები, მოსწავლეთა ქცევის წესები და დისციპლინა სკოლაში;

ვ) დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკა;

ზ) მანდატურის მიერ სამართალდარღვევაზე რეაგირების წესი, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა;

თ) ოჯახში ძალადობა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;

ი) ბულინგი;

კ) სამოქალაქო თავდაცვა;

ლ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;

მ) ჯანსაღი ცხოვრების წესი;

ნ) პირველადი სამედიცინო დახმარება;

ო) ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებები;

პ) ანტისოციალური ქცევა მოზარდებში;

ჟ) კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და მათი მართვა;

რ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სპეციფიკა;

ს) ეფექტური კომუნიკაცია.