დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31 |
დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 31/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.106.016309 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.106.016275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები – 10979,9 ათასი ლარით; ა.ბ) გადასახდელები – 13208,3 ათასი ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი – 4643,0 ათასი ლარით, მათ შორის: ა.გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად – 210,0 ათასი ლარი; ა.გ.ბ) გათანაბრებითი ტრანსფერი – 1800,0 ათასი ლარით; ა.გ.გ) რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან – 2633,0 ათასი ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი – 76,1 ათასი ლარით; ა.ე) ფინანსური აქტივების ცვლილება, კლება 2228,4 ათასი ლარით.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
ბ.ა)
პირველი, მეორე და მესამე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 10689,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
ბ.ბ)
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4643,0 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
ბ.გ)
მე-7, მე-8, მე-9, მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7318,4 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება, მათ შორის: ა) განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5731,0 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90,0 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ფორმით:
მუხლი 10. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2069,5 ათასი ლარით.“; |
ბ.დ)
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 76,1 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად.“; |
ბ.ე)
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები