„შეზღდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 16 მაისის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„შეზღდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 16 მაისის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016460
66
31/07/2018
ვებგვერდი, 07/08/2018
010250050.35.153.016460
„შეზღდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 16 მაისის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №66

2018 წლის 31 ივლისი

ქ. მცხეთა

 

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მაისის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის  და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მაისის №53 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 23/05/2018 წელი, 010250050.35.153.016447) კერძოდ, აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების’’

ა)  მე-9  მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ’’ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლომ ცნო მხარდამჭერად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ან გამოაცხადა გარდაცვლილად;“;

ბ)  მე-9  მუხლის  მე-4 პუნქტს  დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი :

„ე) ასევე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე