დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის საზოგადოებსასთან ურთიერთობის სამმართველოს (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური |
| მიღების თარიღი | 31/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.67.079.016013 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/08/2018 - 22/10/2020)
|
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან. |
|
დანართი
|
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2 სამმართველო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი ფუქციებისა და ამოცანების შესრულებისას წარმოადგენს სამსახურს. მუხლი 3 სამმართველო საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით. მულხი 4 სამმართველო ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენლი წესით. თავი II სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 5 სამმართველოს ამოცანებია: ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციისა და სტრატეგიის განსაზღვრა და იმპლემენტაცია. ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება. მუხლი 6 სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციისა და სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მისი შესრულება/შესრულების კოორდინაცია; ბ) სამსახურში მიმდინარე პროცესების და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის (სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; გ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებეთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ურთიერთობის კოორდინაცია; დ) სამსახურის საზოგადოებრივ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიეების ორგანიზება; ე) საზოგადოებრივი აზრის შესახებ, სამსახურის ხელმძღვანელობის ინფორმირება, საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ჩამოყალიბების მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება; ვ) ფოტო- და ვიდეოკადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა და სამსახურის საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება; ზ) სამსახურის მიერ დადგენილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორცილება; თ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიცილაური გვერდების მართვა; ი) ინციდენტის, საგანგებო სიტუაციის ან/და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიების დროს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან მუშაობა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება; სახანძრო-სამაშველო-ძალების დეპარტამენტთან და კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით საგანგებო სიტუაციის ადგილზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინირება; კ) სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; ლ) საგანგებო სიტუაციების პრევენციის მიზნით სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელება; მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი III სამმართველოს ხელმძღვანელობა და მისი უფლებამოსილებანი მუხლი 7 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია საგანგებო სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე; დ) მიმართავს სამსახურის შესაბამის დანაყოფს სამმართველოს მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ე) აანალიზებს სამმართველოს საქმიანობას და სამსახურის უფროსსა და კურატორ უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ; ვ) სამსახურის შესაბამის დანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოს მომზადებულ დოკუმენტაციას; თ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსსა და კურატორ უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსისა და კურატორი უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს. 4. სამმართველოს უფროსის არყოფნისას სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი მოსამსახურე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები