დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროთა ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობებში თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეთა აღრიცხვის, შერჩევის, მათთვის სოციალური საცხოვრისის გადაცემის და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016343 |
|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროთა, ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობებში თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეთა აღრიცხვის, შერჩევის, მათთვის სოციალური საცხოვრისის გადაცემის და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროთა ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობებში თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეთა აღრიცხვის, შერჩევის, მათთვის სოციალური საცხოვრისის გადაცემის და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 30.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016222) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების დანართი №1-ის მე3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამუშაო ჯგუფი იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 2. დადგენილების დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამუშაო ჯგუფი განცხადებას განიხილავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი განცხადებების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.“. 3. დადგენილების დანართი №1-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბენეფიციარის ან/და მისი წარმომადგენლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;“. 4. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გადაწყვეტილების მიღების წესი სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი ოქმისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები