„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 30/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016369
33
31/07/2018
ვებგვერდი, 07/08/2018
010250050.35.112.016369
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2018 წლის 31 ივლისი

ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №30 დადგენილების (ვებგვერდი 02/10/2015წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.112.016312) მე-2 მუხლით დამტკიცებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება“ დანართში შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, ფრაქციის თავმჯდომარეები და მოადგილეები, საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით საკრებულოს წევრები, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში) ან არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენელი.“
ბ) ამოღებულ იქნას მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი.;
გ) ამოღებულ იქნას მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი.
დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე