დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით (პირობებით/ უპირობოდ) პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მაისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.112.016368 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით (პირობებით/ უპირობოდ) პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მაისის №17 დადგენილებაში (ვებგვერდი, 01/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016268) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმებისა და ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, გამარჯვებულზე გასაცემი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ბ) დადგენილების მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „31 მუხლი. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, აუქციონში გამარჯვებულზე გასაცემი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, აუქციონში გამარჯვებულზე გასაცემი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა
|
|
საქართველო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია |
საკუთრების მოწმობა №
ეძლევა ...................................................................................................................................................... (მესაკუთრე და მისამართი) .................................................................................................................................................................... მასზედ, რომ გადაეცა საკუთრებაში.......................................................................................................... (ქონების დასახელება და მისამართი) .................................................................................................................................................................... .................................................................................................................................................................... მოძრავი (უძრავი) ნივთი ........................................ საკადასტრო კოდი.................................................. მიწის ფართობი ......................................................................................... კატეგორია.................................................................................................................................................. შენობა-ნაგებობის ფართი.......................................................................................................................... აუქციონის ოქმი №...... და თარიღი.......................................................................................................... მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, ხელშეკრულებასთან და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 20 .. წლის ........................ ............................................. (რიცხვი) ( თვე)
აუქციონატორი /---------------- / ---------------------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები