თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016435
57
30/07/2018
ვებგვერდი, 07/08/2018
010250020.35.163.016435
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2018 წლის 30 ივლისი

ქ.თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №3 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 24/11/2017, 010250020.35.163.016355) შეტანილ იქნეს  ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 18 1 მუხლი:

„მუხლი181.  მერის მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენა

1. მერი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ანგარიშის განხილვისას უპასუხოს ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს სპეციალური ფორმის შესაბამისად, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცების მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. მერის წლიური ანგარიშის წარდგენის თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე, ანგარიშის წარდგენამდე არაუგვიანეს 7 დღისა.

4. მერის წლიური ანგარიშის მოსმენა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ან სხვა საჯარო სივრცეში, ან მასმედიის ელექტრონული საშუალებებით (მაგ.: სატელევიზიო ეთერში ინტერაქტიული უკუკავშირის უზრუნველყოფით).

5. მერიაში ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მერის ანგარიშის წერილობითი ტექსტი,  ანგარიშის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.

6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს მერის ანგარიშის საჯარო განხილვას.

7. წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩეველს უფლება აქვს გამოთქვას შენიშვნები, წარადგინოს წინადადებები და შეაფასოს მერის საქმიანობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე