„წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 08/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016290
33
30/07/2018
ვებგვერდი, 07/08/2018
010250020.35.155.016290
„წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2018 წლის 30 ივლისი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 11/01/2018, 010250020.35.155.016258) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე  (სარეიტინგო ქულით 100000-მდე) პირის მიერ  საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება;“

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 151  მუხლი:

„მუხლი 151.  სოციალურად დაუცველის  სტატუსის მქონე   (სარეიტინგო ქულით 100000-მდე) პირის მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. სოციალურად დაუცველის  სტატუსის მქონე    (სარეიტინგო ქულით 100000-მდე)  პირის მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2.  წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი  დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში – საინფორმაციო ბარათი);

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ;

დ) ცნობა საჯარო სკოლიდან ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატობის შესახებ;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი