ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 სექტემბრის №26 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 სექტემბრის №26 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.144.016346
31
27/07/2018
ვებგვერდი, 06/08/2018
010250000.35.144.016346
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 სექტემბრის №26 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №31

2018 წლის 27 ივლისი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 სექტემბრის №26 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 სექტემბრის №26 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 04/09/2015, 010250000.35.144.016218): დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი



დანართი  №1

 

 

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი

 


მუხლი1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესი არეგულირებს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში, ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს.


მუხლი 2 . გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი:

ა) ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების   იერსახის დაცვა;

ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) ქარელის მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

მუხლი 3.  ტერმინთა განმარტება

1. გარე ვაჭრობა:

ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა),

ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან, ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება;

გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;

დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი  ადგილიდან, ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.

ე) საქონლის რეალიზაცია  შენობაში განთავსებული ობიექტიდან, მათ შორის საწარმოო ობიექტიდან, ან სასაწყობო ნაგებობიდან, თუ საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს.

2. სეზონური გარე ვაჭრობა – ისეთი ნივთით/საქონლით, ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის;

3. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციებით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა.

4. საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ტროტუარები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცე.

მუხლი 4. გარე ვაჭრობის ორგანიზება

1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ არ ამახინჯებდეს დასახლებული პუნქტის იერსახეს, არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, არ არღვევდეს სანიტარულ-ჰიგიენურ     მოთხოვნებსა და უსაფრთხოების წესებს.

2. იმ ადგილებში, სადაც ნებადართულია გარე ვაჭრობა,

ა) დაუშვებელია გარე ვაჭრობა, ან/და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსება  ტროტუარის ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 150 სანტიმეტრზე ნაკლებ და შენობის კედლიდან (ნაწიბურიდან) 70 სანტიმეტრით მეტ მანძილზე;

ბ) გარე ვაჭრობა  ხილ-ბოსტნეულით განხორციელდეს   ობიექტის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილბოსტნეული არის ობიექტის საკუთარი პროდუქცია, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში).

3. აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა,

4. გარე ვაჭრობა აიკრძალოს ქ. ქარელში – ილია ჭავჭავაძის, თამარ    მეფის, 9 აპრილის,  ეგნატე ნინოშვილის, ზაზა ფანასკერტელისა და შოთა რუსთაველის ქუჩებზე.

5. სეზონური გარე ვაჭრობა  შესაძლებელია   ნაყინით  (სპეციალური მაცივრის მეშვეობით).

6. გარე ვაჭრობისათვის ადგილების გამოყოფა განსაზღვრული ვადით, სადღესასწაულო და წინა სადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას, შესაძლებელია  ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მიერ კანონმდებლობის     შესაბამისად   გამოცემული  ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

7. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსებამ არ დააბრკოლოს, ან სხვაგვარად არ შეზღუდოს მიწის ვაკისის სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა, ქვეითად მოსიარულეთა თავისუფალი მოძრაობა კონკრეტული ადგილის ინტენსიობა  გამტარუნარიანობის გათვალისწინებით,

8. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული          ფორმების       მოწყობა          დაიშვება მხოლოდ    არქიტექტურულ-სამშენებლო       პროექტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებით. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.

მუხლი 5. გარე ვაჭრობის კონტროლი

1. დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელება დაევალოს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.

3. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.