დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 378 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.020694 |
|
„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470000000.10.003.020302) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №1 დანართის („დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“): ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,800.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
ბ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანია კიბოს სკრინინგის თაობაზე მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებისა და სამიზნე კონტინგენტის სკრინინგზე ორგანიზებულად მიზიდვის მიზნით.“. 2. №2 დანართის („იმუნიზაცია“): ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 22,400.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
ბ) მე-9 მუხლის 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „101. ცენტრმა უზრუნველყოს პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმღები სამედიცინო დაწესებულებებისთვის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაცემა სჯდ ცენტრების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეების სამედიცინო ჩვენებით (მათ შორის, B ჰეპატიტით დაავადებული პირის ოჯახის წევრის ან სხვა ახლო კონტაქტების) და სამედიცინო პერსონალის ასაცრელად. სჯდ ცენტრის მიერ სამედიცინო დაწესებულებებისთვის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაცემის საფუძველს წარმოადგენს მათგან მიღებული მოთხოვნა.“. 3. №3 დანართის („ეპიდზედამხედველობა“): ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,770.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
ბ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცენტრმა უზრუნველყოს მალარიის სამკურნალო მედიკამენტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემა, სჯდ ცენტრების მეშვეობით. მალარიის სამკურნალო მედიკამენტების გასაცემად სჯდ ცენტრს სამედიცინო დაწესებულების მხრიდან უნდა წარედგინოს წერილობითი მოთხოვნა და მასთან მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა − ფორმა №IV-100/ა.“. 4. №4 დანართის („უსაფრთხო სისხლი“): ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უნდა ატარებდნენ: ბ.ა) წელიწადში მინიმუმ 1700 დონაციას; ან ბ.ბ) მხოლოდ უანგარო დონაციებს, წელიწადში მინიმუმ 1000 დონაციას, რომელთაგან არანაკლებ 30%-ისა რეგულარული უანგარო დონორია;“; ბ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა“ უნდა უზრუნველყოს სისხლის ბანკებიდან მიღებული აივ-ინფექციაზე/შიდსზე სკრინინგით დადებითი სისხლის ნიმუშების კონფირმაციული კვლევა „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დონორის მოქალაქეობრივი სტატუსის მიუხედავად და შედეგების სისხლის დონორთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.“. 5. №7 დანართის („ტუბერკულოზის მართვა“): ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, რაც მოიცავს სახელმწიფო და დონორული დაფინანსების წყაროთი შესყიდული პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.“; ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება განხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის დაფინანსებით.“. 6. №8 დანართის („აივ-ინფექცია/შიდსის მართვა“): ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, რაც მოიცავს სახელმწიფო და დონორული დაფინანსების წყაროთი შესყიდული პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.“; ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება განხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის დაფინანსებით.“; გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10,060.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
7. №9 დანართის („დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“): ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება, 2018 წლის 1 თებერვლამდე დარეგისტრირებული ორსულების შემთხვევაში, ხორციელდება ანტენატალური დახმარების მოცულობის მიხედვით, შესრულებული ვიზიტის ღირებულების შესაბამისად. ერთი ორსულის მართვის ღირებულება განისაზღვრება 55 ლარის ოდენობით, შემდეგი სქემით: ა) I ვიზიტი − 32 ლარი; ბ) II ვიზიტი − 9 ლარი; გ) III ვიზიტი − 7 ლარი; დ) IV ვიზიტი − 7 ლარი.“; ბ) 9.2 დანართის („ანტენატალური მეთვალყურეობა“) პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხრილის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.“. 8. №12 დანართის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“) დანართი 12.5 (პროგრამის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით:), დანართი 12.6 (თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის კომპონენტის მიმწოდებლები:) და დანართი 12.7 (მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 12.5 − პროგრამის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით:
დანართი 12.6 − თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის კომპონენტის მიმწოდებლები:
დანართი 12.7 − მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლების მიხედვით:
9. №18 დანართის („სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 41,023.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები