„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის N49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის N49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016611
64
03/08/2018
ვებგვერდი, 07/08/2018
120340000.22.026.016611
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის N49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №64

2018 წლის 3 აგვისტო 

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016500) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურეებზე იარაღისა და აღჭურვილობის მიმაგრებას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი/პირები.“.

2. მე-13 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვედანაყოფის სამორიგეოდან/საიარაღო ოთახიდან იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემა წარმოებს ქვედანაყოფის მორიგის ან შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემის წიგნში შესაბამისი გაფორმებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსამსახურეზე, სამსახურებრივ მივლინებაში წარგზავნისას ქვედანაყოფის ხელმძღვანელის (სარდალი/მეთაური/უფროსი/რექტორი/დირექტორი) ბრძანებით, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაიცეს იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა. ამ შემთხვევაში მივლინების ბრძანებაში  მიეთითება იარაღისა და აღჭურვილობის სახეობა, საქარხნო ნომერი, საბრძოლო მასალების სახეობა და რაოდენობა. სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებში მივლინების შემთხვევაში იარაღი, საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დროებით შენახვაზე ჩაჰბარდეს ქვედანაყოფის საიარაღო ოთახში. სხვა ქვედანაყოფიდან მოვლენილი მოსამსახურეების იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის დროებითი შენახვისათვის, ქვედანაყოფში გათვალისწინებული უნდა იყოს ცალკე პირამიდა ან პირამიდაში ცალკე ადგილი. იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა დროებით შენახვაზე მიიღება დროებით სარგებლობაში გაცემული და მიღებული მატერიალური საშუალებების აღრიცხვის წიგნით.“.

3. მე-14 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იარაღის გაცემისა და დაბრუნების კონტროლს ქვედანაყოფში და მის სტრუქტურულ ერთეულებში ახორციელებენ ქვედანაყოფების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები (სარდალი/მეთაური/უფროსი/რექტორი/დირექტორი).

2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება-გაცემა ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხორციელდება ქვედანაყოფის საიარაღო ოთახიდან/სამორიგეოდან იარაღის ბარათების საფუძველზე.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საველე სწავლების, სროლების, სადღეღამისო განწესის და სხვა სამსახურებრივი დავალების შესრულების შემდგომ, ქვედანაყოფში დაბრუნებული  სამხედრო მოსამსახურემ იარაღი და ნარჩენი საბრძოლო მასალა დაუყოვნებლივ უნდა ჩააბაროს ქვედანაყოფის ან მისი სტრუქტურული ერთეულის მორიგეს ან შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირს. ქვედანაყოფის სამორიგეოში/საიარაღო ოთახში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დაბრუნების შეფერხებისას, ქვედანაყოფის მორიგე ან შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი  თითოეული ფაქტის შესახებ აცნობებს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს.“.

4. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საიარაღო ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკური დათვალიერებისა და მომსახურების  მიზნით საჭირო ინვენტარითა და ინსტრუმენტებით. იარაღის გაწმენდისათვის მოწყობილი უნდა იყოს სპეციალური მაგიდები. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია იარაღის ტექნიკური მომსახურებისა და საწმენდი მოწყობილობების განთავსება, მაშინ იარაღის ტექნიკური მომსახურებისა და გაწმენდის  ადგილი განისაზღვრება ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ.“.

5. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საწყობი (საცავი) ან საიარაღო ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს სიგნალიზაციით, ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ვიდეო-კამერაც.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სიგნალიზაციის სისტემის გამართულ მუშაობაზე უშუალოდ პასუხისმგებელია დასაცავ ობიექტზე პასუხისმგებელი პირი და ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (სარდალი/მეთაური/უფროსი/რექტორი/დირექტორი).“.

6. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვედანაყოფის მმართველობისა და შტაბის მოსამსახურეებზე მიმაგრებული (განპიროვნებული) იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა უნდა ინახებოდეს საიარაღო ოთახში ქვედანაყოფის მორიგესთან ან შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირთან, ასევე შესაძლებელია მათი შენახვა ქვედანაყოფის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში, ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებთან. პისტოლეტები შეიძლება შენახულ იქნეს ქვედანაყოფის მორიგესთან ან შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირთან რკინის კარადებში (სეიფებში), რომლებიც უნდა იკეტებოდეს და ილუქებოდეს ქვედანაყოფის მორიგის ან შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. პისტოლეტების საბრძოლო მასალა ინახება იმავე კარადებში (სეიფებში) პისტოლეტებთან ერთად. კარადების (სეიფების) და საბრძოლო მასალების ყუთების გასაღებები ინახება ქვედანაყოფის მორიგესთან. გასაღებების გადაცემა სხვა პირებზე აკრძალულია, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.".

7. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. მოსამსახურის საკუთრებაში არსებული იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება/მოხსნა ხორციელდება ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის სამართლებრივი აქტით.“.

8. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურეებზე სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიმაგრებას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი/პირები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია