„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3264-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.016229
3264-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 06/08/2018
220010000.04.001.016229
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009,  მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ10“ ქვეპუნქტი:

„ჰ10) საპენსიო სააგენტო − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საპენსიო სააგენტო.“. 

2. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების და საპენსიო სააგენტოს ანგარიშები ეროვნულ ბანკში

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეთა და საპენსიო სააგენტოს ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 523 მუხლი:

„მუხლი 523. საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობა

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციული რეგულირება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) პერიოდულად შეამოწმოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობა;

გ) განსაზღვროს ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები რეიტინგი ან დამატებითი მოთხოვნები ფინანსური ინსტრუმენტების ემიტენტების მიმართ, რომლებშიც შეიძლება საპენსიო სააგენტომ განახორციელოს ინვესტირება;

დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს მისცეს სავალდებულო მითითება ან/და საჯარო რეკომენდაცია არსებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ, გონივრული ვადების მითითებით; 

ე) განახორციელოს საპენსიო სააგენტოს სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; 

ვ) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს;

ზ) აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

თ) განსაზღვროს მინიმალური დასაშვები რეიტინგი ან/და დამატებითი მოთხოვნები საქართველოში და საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის);

ი) მოახდინოს საპენსიო სააგენტოს, სპეციალიზებული დეპოზიტარის და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) ადგილზე შემოწმება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

კ) განიხილოს და გამოსცეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციულ რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) განახორციელოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.“.

4. 61-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. ეროვნული ბანკი წლიურ ანგარიშში ასახავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს წარდგენილ ანგარიშს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3264-რს