დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 228 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016332 |
|
„2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6-8 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №195 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/01/2018, სარეგ. კოდი: 010250050.35.157.016299) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის, „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. ურგენტული და გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევა) პაციენტის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით 1. პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს: ა) პაციენტის მიერ დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს სამედიცინო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამა, ან კერძო დაზღვევა) მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. ბ) გამოკვლევების დაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის 50%-ით, არაუმეტეს 400 ლარისა. გ) ონკოლოგიური, გულ-სასხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე და 18 წლამდე ასაკის პაციენტთათვის, რომელთა მხრიდან გადასახდელი/თანაგადასახდელი თანხის ოდენობა აღემატება 1000 (ერთი ათას) ლარს, თანადაფინანსება განისაზღვროს ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 70 % - ით. ზღვრული ოდენობა დადგინდეს 3 000 (სამი ათასი) ლარით. 2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებისთვის, რომლთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 (ასი ათას) ქულას განესაზღვროს მშობიარეთა თანადაფინანსება არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. 4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად. 5. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV–100/ა)და ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია); გ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც საჭიროდ მიიჩნევს დახმარების გამცემი კომისია. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები