შპს ,,casa group”-ის გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ

შპს ,,casa group”-ის გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/15924-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 13/07/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი
2/15924-17
13/07/2018
ვებგვერდი, 01/08/2018
შპს ,,casa group”-ის გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/15924-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ

2018 წლის 13 ივლისი

თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი


განმცხადებელი – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

მოვალე – შპს „casa group“

წარმომადგენელი – ბაჩუკი ქირია

 მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

 მომრიგებელი საბჭოს წევრები – 1 – ნათია ხვადაგიანი

 2 – ნინო სიჭინავა

 3 – ვახტანგი ხვედელიძე

მოთხოვნა – მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „casa group“-ის გადახდისუუნარობის საქმე.

 2018 წლის 13 ივლისს კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს „casa group“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება მოვალე შპს „casa group“-ის მიმართ გაკოტრების წარმოების დაწყების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გაკოტრების შესახებ; ბ) რეაბილიტაციის შესახებ; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

აღნიშნული კანონის 32-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედით, მომრიგებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. მომრიგებლებს უფლება არა აქვთ თავი შეიკავონ ხმის მიცემისაგან. მოცემულ შემთხვევაში მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შპს „casa group“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-7, მე-8, 27-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს 2018 წლის 7 მაისის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება მოვალე შპს „casa group“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                      თამარ ჭუნიაშვილი.