საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3308-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.019053
3308-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 06/08/2018
200000000.05.001.019053
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საპენსიო სააგენტოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ფორმით.“.

2. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ3“ ქვეპუნქტი:

„ბ3) დაგროვებითი პენსია განხორციელებული საპენსიო შენატანების და შესაბამისი სარგებლის ოდენობით, გარდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

3. 101-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანების მოცულობა, გარდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. 103-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანების მოცულობა, გარდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3308-რს