დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 716 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 154, 29/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000000.00(0).00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტები.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 18 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
– ლევან ბეჟაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე);
– ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი;
– კახაბერ ბარათაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;
– გიორგი ბოკერია – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
– ვალერიან გელბახიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
– ნიკოლოზ გვარამია – საქართველოს პარლამენტის წევრი;
– ანა დოლიძე – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
– ლევან იზორია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის-ტროს პოლიციის აკადემიის რექტორი;
– ნინო კალანდაძე – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
– პავლე კუბლაშვილი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;
– კონსტანტინე კუბლაშვილი – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარების და რეფორმების ფონდის დირექტორი;
– ქეთევან მახარაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
– ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
– გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
– ნუგზარ შოშიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
– გიორგი ცაგარეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
– გიორგი ხუბუა – სამართლის ინსტიტუტის დირექტორი;
– გიორგი ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 22 დეკემბერი.
№716–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები