„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3296-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 200020000.05.001.019091
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3296-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 09/08/2018
200020000.05.001.019091
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და ელექტრონული ფულის, აგრეთვე განხორციელებული ოპერაციის (მათ შორის, ოპერაციის განხორციელების მცდელობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ თავად მომხმარებელს და მის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს, შესაბამისი გარიგების მხარეს, საგადასახადო ორგანოს – „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემათ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 10 მაისიდან.

საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4261 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4600 – ვებგვერდი, 08.05.2019წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3296-რს