დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის№75 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 28/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №117
2010 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებით დამტკიცებულ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამებში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. თუ ფონდი მიიღებს დასაბუთებულ ინფორმაციას, რომ სესხის ბენეფიციარი საწარმოს მიერ წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ვეღარ უზრუნველყოფს სესხის დაფარვას, ბენეფიციარი საწარმო ვალდებულია, მოქმედი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეცვალოს უზრუნველყოფის სხვა საშუალებით ან დამატებით წარადგინოს უზრუნველყოფის საშუალება.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. თუ ფონდი მიიღებს დასაბუთებულ ინფორმაციას, რომ სესხის ბენეფიციარი საწარმოს მიერ წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ვეღარ უზრუნველყოფს სესხის დაფარვას, ბენეფიციარი საწარმო ვალდებულია, მოქმედი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეცვალოს უზრუნველყოფის სხვა საშუალებით ან დამატებით წარადგინოს უზრუნველყოფის საშუალება.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები