დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვარი №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.124.016341 |
|
დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვარი №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვარი №2 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე (www. matsne. gov.ge) 04.02. 2016 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016188) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი თავის სათაური(ზოგადი დებულებები დასახლებისათვის, სადაც რეგისტრირებულია 501-მდე ამომრჩეველი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზოგადი დებულებები დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 500-ს“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის (საერთო კრების უფლებამოსილება) პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) მოისმინოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის წარდგენილი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის (ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა): ა) მე-5პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის (რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა): ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რჩეული საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს, ან/და მის მიერ უფლებამოსილ მოხელეს/სტრუქტურულ ერთეულს. საერთო კრების მოწვევის შესახებ რჩეულის ინიციატივა მიიღება ცნობად და მას რეგისტრაცია არ ესაჭიროება.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კრების გამართვამდე 1 თვით ადრე მაინც, რჩეული მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები