დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.132.016405 |
|
„თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 14/09/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.132.016140) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-6 მუხლის 6.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.7. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ): ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები: • პარკები; • ბაღები; • სკვერები; • ბულვარები; • სანაპირო პლაჟები; • დეკორატიული გაფორმების ობიექტები; • მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონები, როტონდები, კიოსკები, შადრევნები, დეკორატიული აუზები, წყლის სასმელები, კასკადები, არხები და სხვა); • საწყალოსნო ობიექტები (ნავსადგომები, პირსები, ელინგები); • გასახდელები, საშხაპეები, საზოგადოებრივი ტუალეტები; • პლაჟის ინვენტარის ღია საწყობები; • სამაშველო სამსახურის სადგურები; • პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები; • ბუნგალო და დროებითი, მსუბუქი (გრუნტთან არამყარად დაკავშირებული) კონსტრუქციის სხვა ობიექტები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები