სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/07/2018
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2018
სარეგისტრაციო კოდი
73
18/07/2018
ვებგვერდი, 27/07/2018
სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება  №73

2018 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი   
 

 

სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 37-ე პუნქტის, მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 09 მარტის №34/01 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე: 

1. გაიცეს სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსიზე“ (ს/ნ: 406239565) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

2.  სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსიზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.

3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4.  ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

პრეზიდენტი მოვალეობის შემსრულებელი  

არჩილ მესტვირიშვილი .