სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ კლიენტების საყურადღებოდ

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ კლიენტების საყურადღებოდ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
მიღების თარიღი 26/07/2018
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
26/07/2018
ვებგვერდი, 26/07/2018
სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ კლიენტების საყურადღებოდ
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

 

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ კლიენტების საყურადღებოდ:

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“ ტოვებს საქართველოს ბაზარს. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 25 ივლისის №465 განკარგულებით, დაიწყო ბანკის ლიკვიდაციის პროცესი, რაც ამავდროულად გულისხმობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევის დადგომას.

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით, დაზღვეულია რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების ყველა ტიპის დეპოზიტები – ხელმისაწვდომი პოზიტიური ნაშთი. ის დეპოზიტები, რომელზეც წვდომა შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მათ შორის, დაყადაღებული ან სესხის უზრუნველყოფისთვის დაბლოკილი თანხები), არ ექვემდებარება ანაზღაურებას. დაუზღვეველი დეპოზიტების სრული ჩამონათვალი განსაზღვრულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხლი 18).

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 5 000 ლარით. 5 000 ლარს ზემოთ არსებული თანხა ანაზღაურდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორის მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის და ლიკვიდატორის განცხადებას.

ასანაზღაურებელი თანხების გაცემა დაიწყება 2018 წლის 30 ივლისიდან სს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში.

კუთვნილი თანხის მისაღებად გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 29 67 46; 595 267 313.