დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3320-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.04.001.016231 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ჰ7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ7) სესხის გამცემი სუბიექტი – ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება;“; ბ) „ჰ8“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ9“ ქვეპუნქტი: „ჰ9) ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი − იმ პირთა ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ან/და ერთმანეთის საწარმოებში ფლობენ აქციების/წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ან/და ფლობენ ერთმანეთის სათავო საწარმოებს (სათავო ორგანიზაციებს) ან/და მათ შვილობილ საწარმოებს ან/და აფილირებულ საწარმოებს ან/და ერთობლივ საწარმოებს, ან/და რომლებიც ერთმანეთის პირველი რიგისა და მეორე რიგის კანონით მემკვიდრეები არიან.“. 2. 483 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს უფლება არა აქვს, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 522 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სესხის გამცემი სუბიექტი (მეწარმე სუბიექტი) ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოებასთან და ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები.“. 4. 641 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 641. მომხმარებლის უფლებების დაცვა ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა და სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ შესაძლებელია დაადგინოს: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით (გარდა საპროცენტო სარგებლისა), მე-7 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (წინსწრებით დაფარვის საკომისიოსთვის) და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესები; ბ) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემისას ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-300 მუხლის 21 ნაწილით და 301-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესები ან/და დამატებითი წესები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს. |
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3320-რს |
დოკუმენტის კომენტარები