დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.127.016307 |
|
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ “ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის №27 (სსმ, ვებგვერდი, 06/06/2018წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016300) დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ 2. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველ ნაწილში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.საბჭო შედგება 11 (თერთმეტი) წევრისაგან“. 3. დადგენილების დანართი №1-ის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს ,,ე“ და ,,ვ“პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) პირადი განცხადება; ვ)თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტა იმ დაწესებულებაში, რომლის წარმომადგენელიცაა იგი“. 4.დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად ან ცნო მხარდაჭერის მიმღებად“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები