„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.127.016306
33
26/07/2018
ვებგვერდი, 31/07/2018
190040000.35.127.016306
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2018 წლის 26 ივლისი

ქ. ზესტაფონი     

 

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ “ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ,, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარვის წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის №26  (სსმ, ვებგვერდი, 06/06/2018წ, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.127.016299 ) დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულახე შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 99-ე მუხლის,  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლისა  და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: “

2. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველ ნაწილში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 ამ წესის მე-2 მუხლით  განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან აერთად მითითებული უნდა იყოს:“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე