„ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016493
48
27/07/2018
ვებგვერდი, 02/08/2018
010250020.35.122.016493
„ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2018 წლის 27 ივლისი

ქ. წყალტუბო

 

„ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის  №12 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016146,  29/07/2013)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება დელეგირებულ იქნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირზე „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრზე“.

2.  დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს“ აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.’’

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს“ და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.“

ბ) მე-10-ე და მე-11  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ჯარიმა ჩაირიცხება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მომსახურების საფასური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“  ანგარიშზე.

11. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი