დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016490 |
|
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №81 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016250, 02/12/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №-1) მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიას ხელმძღვანელობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით დანიშნული პირი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის აქტი (ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტი და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტი), ასევე, საჭიროებისას, ქონების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიცაზიო კომისიის მიერ წარედგინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №-1) მე-7 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები