„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებისა და საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრის დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.127.016303
30
26/07/2018
ვებგვერდი, 31/07/2018
010250020.35.127.016303
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებისა და საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრის დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2018 წლის 26 ივლისი

ქ. ზესტაფონი

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებისა და საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრის დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის  განთავსების ნებართვის მიღებისა და საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრის  დამტკიცების შესახებ“  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის №21 დადგენილებაში  (სსმ, ვებგვერდი, 05/06/2018წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.127.016294) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.დანართი №1-ის მე-2 მუხლის ,,ბ“ პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიშნი,  სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით.“

2. დადგენილების დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი  №2

 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შესახებ აუქციონში

გამარჯვების და მადასტურებელი ოქმი

                                                                                   ქ. ზესტაფონი      „---------” „------------------------” 20 წ.

    (რიცხვი, თვე, წელი)

1. წინამდებარე ოქმი

გაიცა_______________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

(აუქციონში გამარჯვებულის (ნებართვის მფლობელი) – ფიზიკური პირის სახელი და გვარი, ხოლო იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ნებართვის მფლობელის მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები) მასზე, რომ ,,რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  ან სხვა ქონებაზე  გარე  რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების   წესის  დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის №21 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში.

___________________________________________________________________________________

(ლოტის დასახელება)

___________________________________________________________________________________

გარე რეკლამის  განთავსების საწყისი

ფასი____________________________________________________________________

(ციფრებით) (სიტყვიერად)

___________________________________________________________________________________

2. შემდგომში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სააუქციონო მუდმივმოქმედი კომისიის მიერ

20  ____წლის „_________“„__________“ მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის

___________________________________________________________________________________

(ციფრებით) (სიტყვიერად)

___________________________________________________________________________________ლარი

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – ნებართვის მფლობელი) და ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, გარე რეკლამის განსათავსებლად გადაეცა ზესტაფონის      მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში

__________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

(ლოტის დასახელება, სხვა აღწერილობა)

__________________________________________________________________________ვადით

3. ნებართვის მფლობელი ვალდებულია: გარე რეკლამის განთავსების წლიური ღირებულება

_______________________________________________________________________________

 (ციფრებით) (სიტყვიერად)

_____________________________________________________________________________ლარი გადაიხადოს:

_______________________________________________________მომდევნოთვის 25 რიცხვამდე.

შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

4. ნებართვის მფლობელს გადახდილი „ბე“ ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს აუქციონის პირობები:

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________და ა.შ.

6.ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7.ოქმის გაფორმების შემდეგ ზოგიერთი საკითხის დაზუსტების და დეტალიზაციის მიზნით მხარეებს შორის

14 სამუშაო დღის ვადაში იდება ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა გარე რეკლამის სანებართვო მოწმობა.

8.ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი იხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გადაუხდელი ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

9. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 2 (ორი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება მესაკუთრეს, ხოლო მეორე გადაეცემა ნებართვის მფლობელს.

10. აუქციონში გამარჯვებული ნებართვის მფლობელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.

11. ოქმს, რომელიც მესაკუთრესთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი იურიდიული პირია, ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) იმ შემთხვევაში თუ ნებართვის მფლობელი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრეარხები, წყლის და კანალიზაციი სსისტემები, ელექტრო გადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.

კომისიის თავმჯდომარე: /_________________/ /____________//____________________________/

(ხელმოწერა)    (სახელი, გვარი)

აუქციონში გამარჯვებული პირი: /____________/ /___________//____________________________/

(ნებართვის მფლობელი, წარმომადგენელი)   (ხელმოწერა)    (სახელი, გვარი)

ბეჭდის   ადგილი                                                                                  _________________________________   “

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე