„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვების ობიექტის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვების ობიექტის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 05/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016488
43
27/07/2018
ვებგვერდი, 02/08/2018
010250050.35.122.016488
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვების ობიექტის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2018 წლის 27 ივლისი 

ქ. წყალტუბო

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვების ობიექტის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვების ობიექტის მიღების  წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016267, 04/02/2015)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის:

ა)  პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენეტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის, შესყიდვის ობიექტის (შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამუშაო ან შესყიდვის სხვა საგანი) მიღების პროცედურებს და აწესრიგებს ამ მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჯგუფების (კომისიების) შექმნისა და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის, შესყიდვის ობიექტის (შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამუშაო ან შესყიდვის სხვა საგანი) მიღების მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ იქმნება თანამშრომელთა ჯგუფები, (კომისიები), რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენეტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12   ბრძანებით და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.“

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჭიროების შემთხევევაში შესაძლებელია მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიქმნას კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით კომისია, რომელიც შეიძლება შედგებოდეს სხვადასხვა სამსახურის თანამშრომელთაგან.

„5. ცალკეული შესყიდვის ობიექტის მიმღებად შესაძლებელია განისაზღვროს როგორც მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე საკრებულოს თანამშრომელი ან თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც ამ წესის შესაბამისად ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას.“

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის:

ა)  პირველი, მე-2, მე-3 და მე-4  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანამშრომელთა ჯგუფები (კომისიები) არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით მერიის სამსახურებში იქმნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ჯგუფის უფროსი,  ჯგუფის წევრი (წევრები) და მდივანი.

2. ჯგუფების (კომისიები) შემადგენლობაში შედიან: მერის პირველი მოადგილე  და/ან  მოადგილე  და/ან  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები) და/ან  მეორე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები),მესამე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), მეოთხე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის   უმცროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.

3. ჯგუფს (კომისია) ხელმძღვანელობს მერის მოადგილე ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის) უფროსი, რომელიც იწვევს საჭიროებისამებრ სხდომას საკუთარი ინიციატივით, მერის დავალებით ან ჯგუფის წევრთა მოთხოვნით.

4. ჯგუფის (კომისია) უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტით  განსაზღვრული წევრი.“.

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლსა  და შესყიდვის ობიექტის მიღებაზე განსაზღვრულია კონკრეტული თანამშრომელი (თანამშრომლები), იგი ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და შესყიდვის ობიქტის (შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამუშაო და შესყიდვის სხვა საგანი) მიღებისას  უზრუნველყოფს  მხოლოდ შესაბამისი აქტის გაფორმებას, რომელსაც აწერს    ხელს და წარუდგენს მერს.“

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:

ა)  პირველი, მე-2 და მე-3  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. ჯგუფის (კომისია) უფროსი, აგრეთვე მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი ანამშრომელი (თანამშრომლები) უფლებამოსილია მიმართოს მერიის სამსახურს (სამსახურებს) შესაბამისი დასკვნების მომზადების, კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით.

2. ჯგუფის (კომისია) უფროსი, მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (თანამშრომლები) ვალდებულია მოახდინოს რეაგირება ხელშეკრულების პირობების მოსალოდნელ ან უკვე აღმოჩენილ დარღვევებზე, შეადგინოს აქტი და აღნიშნულის შესახებ  წერილობით შეატყობინოს მერს.

3. ჯგუფები (კომისიები), მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი თანამშრომლები ახორციელებენ:

ა) კონტროლს მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.

ბ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.

გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიქტის (შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამუშაო და შესყიდვის სხვა საგანი) მიღება-ჩაბარებას და შესაბამისი აქტის გაფორმებას, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის (კომისია) უფროსი, ჯგუფის წევრები და წარედგინება მერს.

1) შემსყიდველის მხრიდან სამუშაოების შესრულების აქტზე (ფორმა №2. ფორმა №3) ხელს აწერს შესაბამისი ჯგუფის (კომისიის) უფროსი (თავმჯდომარე), ამოწმებს სამსახურის (მერიის) ბეჭდით და წარუდგენს მერს.

დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების/დამატებების, ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულების მოქმედების ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გაგრძელების თაობაზე წინადადებების განხილვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას.

ე) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნას.

ვ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვევს ექსპერტებს და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

ზ) ახდენს რეაგირებას ხელშეკრულების პირობების მოსალოდნელ ან უკვე აღმოჩენილ დარღვევებზე, ადგენს აქტს და აღნიშნულის შესახებ  წერილობით ატყობინებს მერს.

თ) იმ შემთხვევაში, თუ ინიცირება შემოსულია ერთი სამსახურის მიერ, ხოლო ხელშეკრულებით ან მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესყიდვის ობიექტის მიმღებად განსაზღვრულია მერიის სხვა სტრუქტურული ერთეული (სამსახური), ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება ევალება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულებით და ადმინისტრაციული აქტით შესყიდვის ობიექტის მიმღებად განსაზღვრულ მერიის სტრუქტურულ ერთეულს (სამსახური) ან/და თანამშრომელს (თანამშრომელთა ჯგუფს).

ი) ოქმს ხელს აწერს ჯგუფის (კომისია) უფროსი, მდივანი და წევრები.’’

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ჯგუფის (კომისია) უფროსი, მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (თანამშრომლები) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.“

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჯგუფის (კომისია) სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის (კომისია) უფროსი და წევრები, რომელიც წარედგინება მერს.

5. იმ შემთხვევაში თუ ჯგუფის (კომისია) წევრს აქვს განსხვავებული აზრი, იგი ვალდებულია თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და შემდგომ წარედგინება მერს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი