„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 05/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.122.016487
42
27/07/2018
ვებგვერდი, 02/08/2018
010340000.35.122.016487
„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2018 წლის 27 ივლისი

ქ. წყალტუბო

„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31  ოქტომბრის  №75 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016244, 07/11/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №-1-ის  პირველი  მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისია“ (შემდგომში „კომისია“) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დროებით კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის შემადგენლობა (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სხდომის მდივანი და კომისიის წევრები).

2. კომისიას თავმჯდომარეობს მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: მერის პირველი მოადგილე  და/ან  მოადგილე  და/ან  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები) და/ან  მეორე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები), მესამე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), მეოთხე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის   უმცროსი სპეციალისტი (სპეციალისტები).

3 .დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ მერიაში შეტანილი განცხადება კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე), რაც სარეკომენდაციო ხასიათისაა, აისახება სხდომის ოქმში და სხდომის თავმჯდომარის მიერ ეგზავნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №-1-ის  მე-6  მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრების მოწმობის გაცემის წესი

კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერი მოსარგებლისათვის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით და გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საკუთრების მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი

1. საკუთრების მოწმობა ივსება ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი პირი მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ერთ ეგზემპლართან ერთად გადაეცემა მესაკუთრეს, ხოლო მეორე ინახება მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა ხდება აღნიშნული მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში მესაკუთრის მიერ ხელმოწერის შემდეგ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი