საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3272-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016227
3272-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 30/07/2018
010190020.04.001.016227
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:

 „მუხლი 381. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა

1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.

2. იმ საარჩევნო სუბიექტს/სუბიექტობის კანდიდატს, რომელმაც ბოლო საერთო პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში ხმების 0,75% ან 0,75%-ზე მეტი მიიღო, უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მინიჭებული.

3. თუ ბოლო საერთო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა აღნიშნული ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას.

4. თუ საარჩევნო ბლოკი შექმნეს პარტიებმა, რომელთაგანაც ერთს მაინც ეკუთვნის რიგითი ნომერი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს რიგითი ნომრის წილისყრით მინიჭება ან საარჩევნო ბლოკის წესდებაში მიუთითოს, ასეთი უფლების მქონე რომელი პარტიის რიგით ნომერს გამოიყენებს.

5. საარჩევნო სუბიექტს/სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით მიკუთვნებული რიგითი ნომრის გამოყენებაზე. ამ შემთხვევაში მას, აგრეთვე იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში არ მონაწილეობდა ან მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში და არ იყო აღნიშნული ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული, რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭებათ.

6. წილისყრის მიზნით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. რიგითი ნომრებისათვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ასე შემდეგ) გამოიყენება. თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი საარჩევნო კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. ფურცლების დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ის რიგითი ნომრები, რომლებიც ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით იქნა არჩეული. ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

7. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს/მერობის კანდიდატს/მაჟორიტარ კანდიდატს აქვს იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული.

8. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით ამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის/მერობის კანდიდატის შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. ყველა ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

9. საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ მათთვის მინიჭებულ რიგით ნომრებს.

10. შუალედური არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტი ინარჩუნებს იმ რიგით ნომერს, რომელიც მას შესაბამისი საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მინიჭებული. თუ საარჩევნო სუბიექტს შუალედური არჩევნებისათვის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის რიგითი ნომერი არ აქვს, მას რიგითი ნომერი წილისყრით, ამ მუხლით დადგენილი წესით მიენიჭება. 

11. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე რეგისტრირებული  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის/მერობის კანდიდატის/ მაჟორიტარი კანდიდატის შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა.“.

2. 102-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 119-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 145-ე მუხლის მე-8−მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. 167-ე მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 18519 მუხლი:

„მუხლი 18519. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა გარდამავალ პერიოდში

მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატის რიგითი ნომრის განსაზღვრისას არ იქნეს გათვალისწინებული ამ კანონის 381 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დათქმა ბოლო საერთო პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობასთან (ხმების არანაკლებ 0,75%) დაკავშირებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3272-რს