„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016609
62
27/07/2018
ვებგვერდი, 31/07/2018
280120000.22.026.016609
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №62

2018 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ყოველთვიური დანამატები (დანართი №6);“.

2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17

ამ ბრძანებით განსაზღვრული დანამატები არ გაიცემა სამინისტროს  სამოქალაქო ოფისში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე, გარდა N6 დანართით გათვალისწინებული დანამატისა.“.

3. დანართი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №6

სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ყოველთვიური დანამატები

                                                                                                                                     (ლარებში)

თანამდებობა

დანამატი
თვეში

1

განყოფილების უფროსი, მინისტრის მოადგილის თანაშემწე, მთავარი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი, ინჟინერი, მუსიკოსი, სტილისტი, ფორტიფიკატორი, მეკუჭნავე, არქივარიუსი, აფთიაქის უფროსი, მთავარი ინსტრუქტორი, ინსტრუქტორი, საავიაციო შეიარაღების მექანიკოსი

180

2

ბიბლიოთეკარი, მედდა, სანიტარი, მზარეული, მზარეულის დამხმარე, უფროსი მზარეული, ავტოელექტრიკოსი, მეთუნუქე, პასუხისმგებელი შემსრულებელი, მძღოლი, ავტობუსის მძღოლი, მძღოლი-მექანიკოსი, სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), საწყობის უფროსი, ოსტატი, საქმისმწარმოებელი, ადმინისტრატორი, ოპერატორი, აღმრიცხველი, მეკუჭნავე-მექანიკოსი, აღრიცხვის ინსპექტორი, ტვირთების დამმუშავებელი, რადიოოპერატორი, სანტექნიკოსი

380

შენიშვნა:

1. ამ დანართის მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, შვილ(ებ)ი, და, ძმა და მშობლები.

2. ამ დანართის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების მოსამსახურეებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია