„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016328
62
27/07/2018
ვებგვერდი, 31/07/2018
010250050.35.125.016328
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №62

2018 წლის 27 ივლისი

ქ. ტყიბული

 

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულები დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №16 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 02/02/2018; 010250050.35.125.016282) დამტკიცებულ დანართში შეტანილი იქნეს  ცვლილებები:

 1. დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2.  სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან განყოფილებებისაგან;

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულები განყოფილებებია:

ა) იურიდიული განყოფილება;

ბ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

გ) საორგანიზაციო განყოფილება.“.

2. დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3.  სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

1. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს მერიის სამუშაო თათბირების, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვადასხვა ღონისძიებების  ჩატარება;

2. მოამზადოს მერიის თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტები;

3. უზრუნველყოს სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მომართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატისათვის, უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება;

4. უზრუნველყოს მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

5. უზრუნველყოს მერიის საჯარო მოსამსახურეთა შეფასებებისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

6. უზრუნველყოს მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;

7. მოახდინოს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიულ-პროგრამული უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის მერიის  ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება;

8.  უზრუნველყოს მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება;

9.  უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირება;

10. მოამზადოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მასალები;

11. უზრუნველყოს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია;

12. უზრუნველყოს მერის  პრესკონფერენციების ჩატარება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება;

13. უზრუნველყოფს მერიის ვებგვერდისათვის ტექსტური მასალების, ასევე აუდიო- და ვიდეო-სიუჟეტების მასალების მომზადება;

14. მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

 3. ამოღებულ იქნეს დანართის მე-9 მუხლი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე