„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3261-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.019051
3261-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 31/07/2018
480140000.05.001.019051
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 480140000.05.001.017190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ამ ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის კომპეტენტური ორგანოს თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული კომუნიკაციის არხები და საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების პროცესში სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის კომუნიკაციისთვის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3261-რს