„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 169/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016327
169/04
25/07/2018
ვებგვერდი, 26/07/2018
220020000.18.011.016327
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №169/04

2018 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

მუხლი 1

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 14/02/2011; ს/კ: 220020000.18.011.016022) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 25%, გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა.“.

მუხლი 2
2018 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა კომერციულმა ბანკებმა უნდა განახორციელონ ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 7 აგვისტოდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე