დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016464 |
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2401 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის №254 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. შეიცვალოს დადგენილების პრეამბულა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093, 239-ე და 2401 მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. 2. დადგენილების მე-2 მუხლში საჯარიმო ქვითრების ფორმების (ოქმების) ჩამონათვალს დაემატოს დანართი №32 და გამომდინარე აქედან, დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №2-ის, ხოლო, საჯარიმო ქვითრების ფორმები (ოქმები) დანართი №3-ის, დანართი №31-ისა და დანართი №32-ის შესაბამისად (დანართი №2, დანართი №3, დანართი №31 და დანართი №32 დადგენილებას თან ერთვის)“. 3. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლი. 4. დადგენილების დანართ №1-ს დაემატოს მუხლი 61 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და წარმოება 1. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას. 2. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. 3. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 4. უფლებამოსილი პირის მიერ საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომას. 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილმა თანამშრომელმა, თუ ადგილზე ვერ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საჯარიმო ქვითარი (ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილია, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) შეადგინოს ადმინისტრაციულ ორგანოში და გაუგზავნოს სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 6. საჯარიმო ქვითარი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, მას საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარი ფოსტით ეგზავნება. 8. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილში აღინიშნება: ა) შედგენის თარიღი; ბ) შედგენის ადგილი; გ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი, მამის სახელი; დ) სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირი – (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), იურიდიული პირი – (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი); ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა; ზ) ჯარიმის ოდენობა; თ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები; ი) დამრღვევის ახსნა-განმარტება; კ) მიმღები მოლარე; ლ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი; მ) მოწმე ან სხვა პირის ხელმოწერა; ნ) ოქმის შემდგენlის ხელმოწერა; ო) სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა; პ) შენიშვნა. 9. საჯარიმო ქვითრის მეორე ნაწილში აღინიშნება: ა) გადამხდელის სახელი, გვარი; ბ) გადამხდელის მისამართი; გ) ჯარიმის ოდენობა; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი; ე) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; ვ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი; ზ) მიმღები მოლარე; თ) შემომტანი; ი) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); კ) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ; ლ) საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან: ლ.ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი; ლ.ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 10. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსება და წარმოების სხვა მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9 და მე-12 პუნქტებით. 11. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“. |
| მუხლი 2 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციაში გაატაროს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან შეთანხმებული გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დანართი №32-ის ნიმუში. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 ივლისის № 61 დადგენილების დანართი № 3 2 (ნიმუში)
|
. | ||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები