„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 374
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 24/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.020690
374
24/07/2018
ვებგვერდი, 25/07/2018
010240010.10.003.020690
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №374

2018 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, 010240010.10.003.020392) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პრო­ცედუ­რა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრა­მაში და­­ფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის დადებითი პოზიცია, მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის, ფი­ნანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის­ტრების, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის და­დებითი პოზიციების დაფიქსირება.“.

2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის არანაკლებ 8 წევრისა.“.

3. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის ან სამინისტ­როს, სახელ­მწიფო მინისტრის აპარატის სა­პარლამენტო მდივ­ნის დადე­ბი­თი პოზიცია („თანახმა ვარ“ ან „ვეთანხმები შე­­ნი­შვნით“), მათ შო­რის, სავალდებულოა სა­ქარ­­თველოს  იუსტი­ცი­ის  მი­ნის­ტრის, ფი­­ნან­ს­­თა მინისტ­რის, ეკო­­ნო­მი­კისა და მდგრა­­დი გან­ვი­თ­ა­­­­რების მი­ნისტრის ან აღნიშნული სამინისტრო­ების საპარლამენ­ტო მდივ­­ნების დადე­ბი­­­­თი პო­ზიცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 24 ივლისიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე