„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივნისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016319
110
25/07/2018
ვებგვერდი, 27/07/2018
010250020.35.130.016319
„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივნისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №110

2018 წლის 25 ივლისი

ქ. საჩხერე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივნისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივნისის №102 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 29/06/218 წ; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016311) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი1) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი