დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლეთა შეუფერხებელი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 371 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.020687 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/07/2018 - 08/10/2018)
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლეთა შეუფერხებელი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამონაცვლეთა შეუფერხებელი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში –
კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
|
| მუხლი 2 |
კომისიამ თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს:
ა) უფლებამოსილი პირ(ებ)ის განსაზღვრა, რომლებიც, „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანების შესაბამისად, მოამზადებენ სამინისტროს ექვსი თვის ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციას და წარუდგენენ კომისიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – სახაზინო სამსახურისთვის წარსადგენად; ბ) სამინისტროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სხვადასხვა უწყებაში გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინირებული განხორციელებისათვის საჭირო ზომების მიღება; გ) სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის (შემდგომში – უფლებამონაცვლეები) გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრა, განკარგვა და უფლებამონაცვლეებისთვის გადაცემა; დ) სამინისტროს სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა; ე) სხვა საკითხების გადაწყვეტა, რაც უკავშირდება უფლებამონაცვლეთა შეუფერხებელი საქმიანობის ხელშეწყობას ან/და სამინისტროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილების ან გადაცემის საკითხს; ვ) კომისიის მუშაობის მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის წარდგენა, ხოლო კომისიის მუშაობის დასრულების შესახებ ინფორმაციის საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.
|
| მუხლი 3 |
უფლებამონაცვლეებმა ამ დადგენილების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემიდან/მიღებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყონ მათი აღრიცხვა და ინვენტარიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე უფლებამონაცვლეებს მიეცეთ უფლება, თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ისარგებლონ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამინისტროს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებით და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით).
|
| მუხლი 5 |
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში –
თავმჯდომარის მოადგილე. ამასთან, კომისიის წევრების არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა და ა.შ.) კომისიაში მონაწილეობას იღებს ამ წევრის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისია სხდომაზე განსაზღვრავს კომისიის სხდომის მდივანს. 5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. 6. კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები