„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 372
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.020688
372
24/07/2018
ვებგვერდი, 24/07/2018
010220000.10.003.020688
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №372

2018 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის  დებულების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ტექნიკურ-­მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ­-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობისა, უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ­მინისტრი.“;

ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის უფლება-მოვალეობებს;“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების უფლებით კომპეტენციის შესაბამისად, გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე