„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016346
24
24/07/2018
ვებგვერდი, 26/07/2018
010250050.35.152.016346
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2018 წლის 24 ივლისი

ქ. დუშეთი

„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, 010250050.35.152.016336). კერძოდ, დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  მოქალაქეების  სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის  2018  წლის პროგრამის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში შსს-ის სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ მიერ შედგენილი აქტი, ან დუშეთის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (ხანძრისა და სტიქიის  შედეგად საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას დადასტურების შესახებ), არსებობის შემთხვევაში,  ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი  ფოტო ან ვიდეომასალით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი