საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3269-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016226
3269-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 27/07/2018
010190020.04.001.016226
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმები − ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა, რომელიც დგინდება საარჩევნო ყუთში/ყუთებში არსებული ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით მიღებულ ხმებს;“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ჩასატარებელი არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები აითვლება არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან.“.

3. მე-8 მუხლის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისათვის/საარჩევნო კომისიის სხდომის მუშაობისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც/რომლებიც, ამ კანონის შესაბამისად, არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტოვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია ამ კანონით.“.

4. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;“.

5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) განკარგულებით განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს;“;

გ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1) დადგენილებით განსაზღვრავს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებს;“.

6. მე-16 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, დადგენილებით განსაზღვრავს ცესკო. საჯარო მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.“.

7. მე-19 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ცესკოს ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 12-მდე შეავსოს.“;

ბ) 61 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 და 63 პუნქტები:

„62. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ კანონის მე-20 მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ამ საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.

63. უფლებამოსილი პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდება, რომ ეს პირი ცესკოსთვის მისი წარდგენის მომენტისათვის არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრი ან/და წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.“;

გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებებით დაიქირაოს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები არ არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და მათზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.

10. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.“.

8. მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;“.

9. 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) შრომით ხელშეკრულებებს დებს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალთან;“.

10. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;“.

11. 25-ე მუხლის მე-13 და 131 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლით განსაზღვრული საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ამ საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც აირჩია/დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.

131. უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდება, რომ ეს პირი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მისი წარდგენის მომენტისათვის არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრი ან/და წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.“.

12. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი − 2 წლის განმავლობაში.

6. შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადაზე ადრე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს − დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა ხდება იმავე წესით, რომლითაც მოხდა მისი შეფარდება.“.

13. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კომისიის წევრს იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება არჩევის/დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია ცნობად იღებს და აფორმებს საარჩევნო კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერით.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.  აკრძალულია  საუბნო  საარჩევნო  კომისიის  წევრის  გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 15 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.“.

14. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს არანაკლებ ცესკოს სრული შემადგენლობის ორი მესამედი. ცესკოს დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი. ცესკოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, თუ ამავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა განსაზღვრული. აკრძალულია ცესკოს დადგენილების მიღება კენჭისყრამდე ბოლო 4 დღის განმავლობაში. ცესკოს დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისი მიღების მომენტიდან. ცესკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა განთავსდეს ცესკოს ვებგვერდზე.“.

15. 31-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას (არასაარჩევნო პერიოდში − ბოლო საერთო არჩევნებისას რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციას), ამომრჩეველს უფლება აქვთ, გაეცნონ ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართვის შემთხვევაში სააგენტო/საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.“.

16. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი);“.

17. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები;“.

18. 361 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ან/და საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.“.

19. მე-40 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა და უნდა წარუდგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის/ოლქების დასახელება, რომელშიც/რომლებშიც ეს ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ  მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ამონაწერი, რომელიც მომზადებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში და მასში მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი/პირები. ორგანიზაციის რეგისტრაციის მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და ამ კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.“.

20. 41-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს;“.

21. 42-ე მუხლის:

ა) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:

ა) ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი;  

ბ) სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

გ) საარჩევნო კომისიის წევრი;

დ) ადგილობრივი დამკვირვებელი;

ე) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, გარდა კენჭისყრის დღის წინა დღისა და კენჭისყრის დღისა. საარჩევნო სუბიექტმა ამის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“.

22. 44-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა. განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები. ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში განცხადებას უნდა ერთოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში. მასში მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი/პირები. ორგანიზაციის აკრედიტაციის მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. ამ პუნქტში აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ ესაჭიროებათ უცხოურ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.

4. განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).“.

23. 56-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს იმავე პუნქტით დადგენილი ოდენობების ფარგლებში მაუწყებელს უნაზღაურებს ცესკო მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ცესკოსთვის მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მაუწყებლის მიერ გადაცემული წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების სარეკლამო დროის ფასისაგან განსხვავებულ ფასს, მაუწყებლის სატარიფო პოლიტიკიდან გამომდინარე.

6. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან:

ა) 5 სამუშაო დღის ვადაში პარტია ვალდებულია ცესკოს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია ხელშეკრულების საბოლოო შესრულების შესახებ;

ბ) 15 სამუშაო დღის ვადაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, თუ პარტიამ ამ მუხლის შესაბამისად გამოყოფილი თანხა სრულად არ აითვისა.“.

24. 61-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა დააფიქსირა (აღმოაჩინა) დარღვევა საჩივრის რეგისტრაციისას, ამ საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს კომისია.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი საკონტროლო ფურცლებს სამ ეგზემპლარად ავსებენ. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.“.

25. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;“.

26. 72-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

4. თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო.“.

27. 73-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ ან/და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 2 დღის ვადაში.“.

28. 74-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები საჩივრდება ამ კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“.

29. 77-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.“;

გ) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები.“;

დ) 32-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე პუნქტი:

„33. სასამართლოები საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდიან ცესკოს. ამასთანავე, შესაბამისი სასამართლო ცესკოს უგზავნის განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ. ამ განჩინებას ცესკო მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განათავსებს საკუთარ ვებგვერდზე. აღნიშნული განჩინება ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 საათის გასვლისთანავე მესამე პირებისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, ხოლო ისინი სასამართლო პროცესზე დაბარებულად ჩაითვლებიან.“.

30. 78-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს.“;

ბ) მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამომრჩეველთა სიის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას (არასაარჩევნო პერიოდში − ბოლო საერთო არჩევნებისათვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას), შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.

3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს ან მის წარმომადგენელს ცესკოში, ბოლო საერთო არჩევნებისათვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს.

4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ბოლო საერთო არჩევნებისათვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:

ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების და ქალაქ თბილისის მერის არჩევნების დროს), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები, ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;

ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის (გარდა ქალაქ თბილისისა) არჩევნების და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს), თუ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/მდივანმა რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი/მისი წარმომადგენელი ან გააუქმა მისი რეგისტრაცია;

გ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების და ქალაქ თბილისის მერის არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს (რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა;

დ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის (გარდა ქალაქ თბილისისა) არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს (რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად შესაბამის საარჩევნო ოლქში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.“;

დ) მე-20−24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/ თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე საარჩევნო ოლქს ეხება), მაჟორიტარ კანდიდატს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, მაჟორიტარ კანდიდატს (საქართველოს პარლამენტის არჩევნების და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების დროს), საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.“.

31. 95-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ნებისმიერ კვირა დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.“.

32. 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტის) ხელმოწერებით. მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დანიშვნის დღეს, იმ დროისათვის არსებული მონაცემების შესაბამისად.“.

33. 98-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და 2 ფოტოსურათი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ხელწერილი, რომ იგი იმავდროულად არ არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, განცხადებას უნდა ერთოდეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა, შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში ტარდება ამ კანონით დადგენილი წესით.“.

34. 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში უნდა იყოს არანაკლებ ცესკოს განკარგულებით დადგენილი ოდენობის ამომრჩევლის ხელმოწერა.“.

35. მე-100 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებულ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება, თუ:

ა) ამ კანონის 98-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები არასრულია ან არასწორია;

ბ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში ცესკოს განკარგულებით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერა აღმოჩნდება;

გ) დარღვეულია ამ კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა;

დ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;

ე) არსებობს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა არჩევნებში ერთდროულად მონაწილე ორი ან ორზე მეტი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენაზე;

ვ) გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია;

ზ) დარღვეულია ამ კანონის 98-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.“.

36. 105-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მოხსნა დაუშვებელია.“.

37. 106-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელახალი არჩევნები იმართება, თუ არჩევნების პირველ ტურში მონაწილე ყველა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა ან თუ არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.“.

38. 1101 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგარეჯოს, გურჯაანის, ხაშურის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სამტრედიის, მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თელავის მუნიციპალიტეტის ქალაქ თელავის, აკურის, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, ქვემო ხოდაშნის, შალაურისა და წინანდლის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის, შილდის, ენისლის, საბუისა და გრემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;

გ) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ გორის, ტინისხიდისა და ბერბუკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;

ე) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;

ვ) 29-ე და 30-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

30. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის (გარდა ნატანების, ურეკის, ნაგომრის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) და ქალაქ ოზურგეთის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;

ზ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდისა და აბასთუმნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“.

39. 129-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება მაისში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება.“.

40. 144-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად). სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა შესაბამის საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.“.

41. 1541 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, ვადამდე წყდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება და იმართება ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.“.

42. 167-ე მუხლის მე-9 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) თანხმობა მერად კენჭისყრაზე;“.

43. 1692 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21.   ამ   მუხლის   პირველი   და   მე-2   პუნქტებით   დადგენილი   წესები არ ვრცელდება ამ კანონის 1541 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.

44. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 18518 მუხლი:

„მუხლი  18518.  2018  წლის  საპრეზიდენტო  არჩევნების  შედეგად  არჩეული საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა

2018 წელს გასამართ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3269-რს